პენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება იწყება

© photo: Sputnik / Stringerციხე
ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
პენიტენციურ დაწესებულებებში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღება სამი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება ხვალ, 29 აპრილს იწყება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილს 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო 1 მაისს — 09:00 საათიდან 15:00 საათამდე.

კანონით განსაზღვრული წესით, სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა დაწესებულებაში ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 2 მაისს ზეიმობს.

ყველა ახალი ამბავი
0