Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მეუღლე გავძარცვე...“ – დათო დარჩიას აღიარება „სიცრუის დეტექტორში“

© photo: Victoria Bukhnikashvili / FBმსახიობი დავით დარჩია
მსახიობი დავით დარჩია - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
გამოწერა
ცნობილმა მსახიობმა დათო დარჩიამ აღიარა, რომ საკუთარ მეუღლეს თანხა მოჰპარა და ეს ყველაფერი პოპულარულ გადაცემაში მოჰყვა.

მსახიობმა დათო დარჩიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ აღიარა, რომ საკუთარი მეუღლე გაძარცვა. მსახიობმა ის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სახლში იპოვა თანხა – ხუთი ათასი დოლარი და რამდენიმე დღის განმავლობაში 100-100 დოლარობით იღებდა. საბოლოოდ კი მიხვდა, რომ თანხა უნდა დაებრუნებინა, მაგრამ არ გამოუვიდა, რადგან მთლიანი თანხა ტოტალიზატორში წააგო.

მსახიობმა განაცხადა, რომ მეუღლემ ამის შესახებ მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ გაიგო და თანხის დაბრუნება მოსთხოვა. „დღემდე ვიხდი მგონი ამ თანხას“, – აღნიშნა სიცილით დარჩიამ.

25 წელი რუსთაველის აკადემიური თეატრის სცენაზე და წარმატებით შესრულებული როლები სპექტაკლებში, მხატვრულ ფილმებში, ტელესერიალებში – ეს მსახიობ დათო დარჩიას ცხოვრებაა. სრულიად ახალგაზრდამ შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმში „წარსულის აჩრდილები” და მაშინვე ცხადი გახდა, რომ მისი სახით ღირსეული წევრი შეემატა ქართველ მსახიობთა დიდ ოჯახს.

რუსთაველის თეატრის პოპულარულ მსახიობს დათო დარჩიას მეუღლესთან ვიქტორია ბუხნიკაშვილთან 20 წლის ქალიშვილი ელენე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0