სამეგრელოში ინფიცირების 80–ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

© AP Photo / PIERRE-PHILIPPE MARCOUლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 174-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი ცხრა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 84 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 275 პაციენტია მოთავსებული, მათგან 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 168 კოვიდ-პაციენტი გადის, 26 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ხუთი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექვსი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.578-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 305.850-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0