Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამის შესახებ არავინ იცოდა...“ – რა შეემთხვა გია სურამელაშვილის ვაჟს

© photo: Gia suramelashvili / FBგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
გია სურამელაშვილს ჰყავს ვაჟი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთში გაუგებრობაში მოხვდა.

მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გია სურამელაშვილის ვაჟი ნუგო ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს. გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გია სურამელაშვილმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ვაჟი ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ის უბრალოდ ჩხუბს შეესწრო, რის გამოც დააკავეს და უკვე გაათავისუფლეს.

ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა მომღერლის ვაჟმაც, ასევე რძალმა სოფო სურამელაშვილმა. როგორც მომღერლის ვაჟი ამბობს, ამ ამბავმა მასზე და მის ოჯახზე ძალიან იმოქმედა, რადგან ტელევიზიამ ეს ყველაფერი ამობრუნებულად გააშუქა.

„საფრანგეთს ქურდული სამყარო ნაკლებად აინტერესებს. ნუგას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სხვა თემა იყო. უთანხმოება მოხდა ჩეჩნებს და ქართველებს შორის. ნუგაც იყო ამ ამბის მონაწილე, ამბავს შეესწრო და ამას მოჰყვა სასამართლო. თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და არ ვიცით საიდან ამოქექეს. დაკავებიდან 24 საათში იყო სასამართლო და ნუგა გამოუშვეს. ასეთ რამეებს ისე განვიცდი, რომ ნუგა ამაზე ჩემთან დეტალურად არ საუბრობს“, – ამბობს სურამელაშვილის რძალი.

გია სურამელაშვილის რძალმა და შვილმა ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრეს, როდესაც წლების წინ სამართალდამცველებმა მომღერლის ვაჟი წვრილმანი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

„მაშინ, როცა ნუგა დააკავეს, არასრულწოვანი იყო. დეტალები არ ვიცი, რადგან ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებს. თუმცა როგორც ოჯახისგან მსმენია, ნუგა მაშინდელი რეჟიმის მსხვერპლი იყო პოლიტიკური თვალსაზრისით. ნულოვანი ტოლერანტობის თემა იყო საქართველოში და დააკავეს იმიტომ, რომ ციხეებს ავსებდნენ. მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა ქურდულ სამყაროსთან. მაგრამ საქმეში ჩაუწერეს, რომ წვრილმანი ქურდობა იყო. მაშინ ნუგამ არ მოაწერა ხელი შეწყალების აქტს. სამი წელი მიესაჯა და ის სასჯელი პირნათლად მოიხადა, მიუხედავად იმისა, რომ უდანაშაულო იყო“, – ამბობს სოფო.

გია სურამელაშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეუღლემ მაია კვესელავამ გაშორების შემდეგ დაუტოვა. როგორც გია ინტერვიუებში იხსენებს, მკაცრი და მზრუნველი მამა იყო. რაც შეეხება თავად ნუგო სურამელაშვილს, ის პოპულარობას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა ერთადერთხელ გამოჩნდა სახალხოდ და „პრაიმშოუს“ მისცა ინტერვიუ.

ყველა ახალი ამბავი
0