Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია...“ – ულამაზესი ბათუმელი მოდელი მეუღლემ დაიცვა

© Facebook / Mariam Shuმარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე
მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
მარიამ შუკაკიძეს და დავით ბოლქვაძეს საქართველოში იცნობენ, როგორც ერთ-ერთ ულამაზეს ქართველ წყვილს. მათ ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ.

სოციალური ქსელების, განსაკუთრებით, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები მარიამ შუკაკიძისა და დავით ბოლქვაძის წყვილს უკვე კარგად იცნობენ. მარიამს „ინსტაგრამზე“ ბევრი ხელმომწერი ჰყავს და მისი ფოტოები ყოველთვის დიდ გამოხმაურებას იწვევს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam (@mariamshu)

როგორც ცნობილია, დავით ბოლქვაძე მეზღვაურია და ზოგჯერ ოჯახისგან შორს უწევს ყოფნა. ამიტომ როცა წყვილი ერთადაა, ოჯახურ ფოტოსესიებს ხშირად აწყობენ.

View this post on Instagram

A post shared by Mariam (@mariamshu)

უამრავი თბილი კომენტარისა და კომპლიმენტის პარალელურად ბათუმელი მოდელის გარეგნობა არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. ხელმომწერების ნაწილი ამტკიცებს, რომ მარიამს პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული, ნაწილი კი მის ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam (@mariamshu)

მათ, ვინც მოდელის გარეგნობას აკრიტიკებდა, მარიამის მეუღლემ ასეთი პასუხი გასცა: „ის შინაგანად ასჯერ უფრო ლამაზია, ვიდრე გარეგნულად, ხოლო გარეგნულად ყველაზე ლამაზი გოგოა, ვინც კი ოდესმე დედამიწაზე მინახავს“.

View this post on Instagram

A post shared by Mariam (@mariamshu)

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე ბათუმში ცხოვრობენ. მათ ორი შვილი, მართა და მილენა ჰყავთ. მარიამ შუკაკიძე ყოფილი მოდელი და ამჟამად დიზაინერია, დათო ბოლქვაძე – მეზღვაური. ერთმანეთი 2017 წელს გაიცნეს და, როგორც თავად ამბობენ, ერთი ნახვით შეუყვარდათ.

View this post on Instagram

A post shared by Mariam (@mariamshu)

მარიამი შვილების ჩაცმულობას საკუთარს უხამებს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ დედას და მის ორ გოგონას ხშირად ერთნაირი ტანისამოსი აცვიათ, რაც სოციალური ქსელის მომხმარებლების აღფრთოვანებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0