„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა

© Sputnik / STRINGER ვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
რიონის მცველები ამ წუთებში გუმათიდან ქუთაისისკენ მიემართებიან, სადაც პროტესტის ნიშნად ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვა და აქციის გამართვა აქვთ დაგეგმილი.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობა დღეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამოუცხადეს.

ათასობით მოქალაქემ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა ბათუმში, ფოთში წყალტუბოში, ზესტაფონში, ლანჩხუთში, ქობულეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში და სხვა ქალაქში გააპროტესტეს.

„რიონის ხეობის მცველებს“ სოლიდარობა გამოუცხადეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში და პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში.

თვითონ „რიონის მცველები“ გუმათიდან ქუთაისისკენ მსვლელობით მივიდნენ, სადაც ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს და მორიგე აქცია გამართეს. მათ ქუთაისში მსვლელობით გაიარეს და მოქალაქეებს პროტესტში ჩართვისკენ მოუწოდეს.

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები საპროტეტსტო აქციების ახალ ტალღას აანონსებენ

„გრძელდება ხელისუფლების მხრიდან აღიარებითი ჩვენებების მიცემა ქართული საზოგადოების წინაშე და ეს ვლინდება იმაში, რომ ხელშეკრულებას თურმე აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები და ეს თავადაც დაადასტურეს უკვე თავისივე განვხადებით. საუბარი იყო იმაზე, რომ მოიწვევენ საერთაშორისო რაღაც ექსპერტთა წრესაც, რომელიც დამატებით შეაფასებს ამ დოკუმენტს“, - განაცხდადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

გოლეთიანის თქმით, მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებებით „რიონის ხეობის მცველებთან“ მოლაპარაკება ჩაშალა.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეხედოს და გააცნობიეროს, რასთან აქვს საქმე და გაითვალისწინოს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. ყველა ქალაქიდან, ყველა რეგიონიდან, ყველა სოფლიდან დავიძვრებით თბილისში და მათთვის არ იქნება ადვილი იმ სიმრავლის ხილვა. მოუწევთ დათმობებზე წასვლა, რაზეც აქამდე არცკი უფიქრიათ, გულში არცკი გაუვლიათ. ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დადგებიან. ამიტომ, მოვუწოდებთ მათ – არ ჩამოგვიყვანოთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მდინარე რიონზე ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში აქციები მთავრობის დღევანდელი  გადაწყვეტილებების შემდეგ დაგეგმეს, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას არ ითვალისწინებს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, დედაქალაქში ფართომასშტაბიანი აქცია 23 მაისს ჩატარდება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებით მათ მიერ წამოყენებული პირობებიდან მხოლოდ ნაწილი დააკმაყოფილა. ამ პირობების შესრულების შემდეგ კი აქციის მონაწილეებსა და მთავრობას შორის შინაარსობრივი დიალოგი უნდა დაწყებულიყო.

მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. გარდა ამისა, საპროტესტო აქციის მონაწილეებს „პოლიციასთან კოორდინაციით, პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“. „ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქცია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
მთავრობამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო

რაც შეეხება „ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების ძირითად მოთხოვნებს, ისინი უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.

პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია ENKA-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი.

საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

ყველა ახალი ამბავი
0