სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსმა ორი ადამიანი იმსხვერპლა

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 74-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი რვა ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსმა ორი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასულ დღე-ღამეში რეგიონში ინფიცირების 96 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 288 პაციენტია მოთავსებული, მათგან 20 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 176 კოვიდ-პაციენტი გადის, 17 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 24 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 48 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.226-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 300.264-ს მიაღწია

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0