უკვე აღარც ვითვლით, იმდენია:საქართველოში ძირითადად COVID-19-ის ბრიტანული შტამი ცირკულირებს

© AP Photo / Emrah Gurelტესტირება
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1.310-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 299 ათასს გადააჭარბა.

თბილისი, 21 აპრილი - Sputnik. საქართველოში ამ დროისათვის ძირითადად ბრიტანული შტამი ცირკულირებს - დაახლოებით, შემთხვევების 70-90%, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ახალმა შტამებმა, შესაძლოა, მსოფლიოში რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა გაზარდოს. საქართველოში კი რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

„შარშან ამ დროს, ან შემოდგომაზე რეინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები იყო მსოფლიოში და ჩვენთანაც, ახლა რეინფიცირების შემთხვევების ალბათობა შეიძლება გაზარდოს არა მარტო ბრიტანულმა, არამედ დღეს უკვე საუბარია ე.წ. ინდოეთის ორმაგ შტამზე, ბრაზილიურზე, სამხრეთ ამერიკულზე“, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.

პაატა იმნაძე  - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
საქართველოში COVID-19-ით რეინფიცირების სამი შემთხვევა გამოვლინდა

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ჯერჯერობით ბრიტანული შტამის გარდა, სხვა შტამი არ დაფიქსირებულა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამი 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში აღმოაჩინეს. მოგვიანებით ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღნიშნული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდებოდა და მოსახლეობის მიერ საკარანტინო ზომების მკაცრად დაცვას მოითხოვდა.

ბოლო პერიოდში ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0