პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადებში ცვლილება შევიდა

© Pixabay / steveriot1მოსწავლე
მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
2021-2022 სასწავლო წლისთვის სკოლებში რეგისტრირდებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ. რეგისტრაცია ოთხ ეტაპად მიმდინარეობს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მომავალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა, ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2021
პირველკლასელთა რეგისტრაცია: სამინისტრომ ვადები და ეტაპები განსაზღვრა

საქართველოს საჯარო სკოლებში 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 15 მარტს დაიწყო და 26 მარტს დასრულდა. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდნენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.

სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გამო შეფერხდა მულტიდისციპლინური გუნდის მიერ პირველ ეტაპზე რეგისტრირებულ პირთა შეფასების პროცესი. ამიტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადა 5 ივნისამდე გახანგრძლივდა.

შესაბამისად, ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპს, რომელიც 27 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

„საქართველოს მთავრობის მიერ 4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გამო ცვლილება შეეხო პირველკლასელთა რეგისტრაციის II ეტაპსაც, რომელიც 2021 წლის 20 აპრილიდან 29 აპრილის ჩათვლით განხორციელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

II ეტაპზე სკოლაში რეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. 

სკოლა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
განათლების სამინისტრო სკოლების კონტროლს აძლიერებს

III ეტაპი – ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელივ განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

III ეტაპი 13 მაისიდან დაიწყება და 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, დროულად მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და წარადგინონ საჭირო დოკუმენტაცია, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა შეუფერხებლად შეძლონ.

ყველა ახალი ამბავი
0