Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ოთახში შიშველმა იარეო... ვნანობ, რომ არ ვუჩივლე“ – ალექსანდრა პაიჭაძე გოგა ხაინდრავაზე

© Facebook / Aleksandra Paichadzeალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ განაცხადა, რომ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოატყუა და ნანობს, რომ თავის დროზე სასამართლოს არ მიმართა ამის გამო.

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი ალექ­სან­დრა პა­ი­ჭა­ძე გა­და­ცე­მა „სთო­რი­ში“ წლე­ბის წი­ნ მომხდარ ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს, რო­დე­საც სე­რი­ალ „ჰე­როკ­რა­ტი­ა­ში“ თა­მა­შობ­და. ამ­ბობს, რომ მა­შინ რე­ჟი­სორ­მა გოგა ხა­ინ­დრა­ვამ მო­ა­ტყუა და ახლა ნა­ნობს, რომ რე­ჟი­სო­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხებს არ მი­მარ­თა.

„რამ­დე­ნი ხა­ნია მე ამ თე­მა­ზე არ მი­სა­უბ­რია. მა­შინ გოგა ხა­ინ­დრა­ვამ და­არ­ღვია ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბა, რაც მე მქონ­და მას­თან. უბ­რა­ლოდ, კა­ცუ­რი სი­ტყვაც კი გა­ტე­ხა, რო­დე­საც მი­თხრა - შენ, რო­გორც ჰო­ლი­ვუ­დე­ლი მსა­ხი­ო­ბი, ისე მო­ი­ქე­ცი, იარე შიშ­ვე­ლმა ოთახ­შიო და მე სუ­ლელ­მა, გა­მო­უც­დელ­მა მსა­ხი­ობ­მა და­ვუ­ჯე­რე მას. მი­ვენ­დე, რო­გორც კა­ცის და რე­ჟი­სო­რის სი­ტყვას, რომ არ ჩას­ვამ­და სე­რი­ალ­ში ჩემს მკერდმო­შიშ­ვლე­ბულ კად­რებს. თუმ­ცა გა­მო­ვი­და სე­რი­ა­ლი და ვნა­ხე, რომ ჩემი მკერდმო­შიშ­ვლე­ბუ­ლი კად­რე­ბი წერ­და ძა­ლი­ან კარგ რე­ი­ტინგს“, – აცხადებს მოდელი.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

მისი თქმით, ეს იყო მისი პირ­ვე­ლი შიშ­ვლად გა­მო­ჩე­ნა ეკ­რან­ზე, რო­მე­ლიც სუ­ლაც არ სურ­და და მა­შინ იმ­დე­ნად გული და­სწყდა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ახლა ნა­ნობს, რომ რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რივ ხერ­ხს არ მი­მარ­თა.

View this post on Instagram

A post shared by ALE (@aleksandrapaichadze)

„ეთ­ქვა და ცოტა სხვა ჰო­ნო­რარს მო­ვი­თხოვ­დი, იქ­ნებ არ ვი­ყა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გი, უბ­რა­ლოდ ვერ ვი­ტან, როცა არა­კა­ცუ­რად გა­ტყუ­ე­ბენ“, – აღ­ნიშ­ნა ალექსანდრა პა­ი­ჭა­ძემ.

ყველა ახალი ამბავი
0