სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს საპატრიარქოს ეწვია

© photo: Sputnikილია მეორე
ილია მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება, არმენ სარქისიანი დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან გამართავს შეხვედრას.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს ეწვია, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
მშვიდობა და თანამშრომლობა: რაზე ისაუბრეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა

საპატრიარქოში სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ნუნე სარქისიანთან ერთად მივიდა. ოფიციალური მიღების შემდეგ პატრიარქმა და მეზობელი სახელმწიფოს მეთაურმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე იმსჯელეს.

პარასკევს ასევე დაგეგმილია სარქისიანის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან.

სომხეთის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად თბილისს 15 აპრილს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის პატივსაცემად საზეიმო სადილი გაიმართა.

 

ყველა ახალი ამბავი
0