ევროპის გოგონათა მათემატიკურ ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლემ ოქრო მოიპოვა

CC BY 2.0 / David Goehring / Furiously Factoringმოსწავლე
მოსწავლე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ოლიმპიადაში მონაწილე გოგონებიდან 15-მა ოქროს, 23-მა – ვერცხლის, ხოლო 35-მა – ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 სკოლის XII კლასის მოსწავლემ ანა ონოფრიშვილმა ევროპის გოგონათა მეათე მათემატიკურ ოლიმპიადაზე (European Girls Mathematical Olympiad, EGMO) ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-სამსახური. 

საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური  დაიწყო

 - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
საქართველოში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტური დაიწყო

2021 წელს მათემატიკური ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იყო. ოლიმპიადა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. ოლიმპიადაში 54 ქვეყნის 213 გოგონა მონაწილეობდა. ოლიმპიადა 9–15 აპრილის პერიოდში ჩატარდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიადის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. მან მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მინდა გულითადად მივულოცო ოლიმპიადის გამარჯვებულებს და მონაწილეებს. თქვენი შესაძლებლობები მართლაც გამორჩეულია. აუცილებლად გააგრძელეთ საყვარელ საგანში უნარების კიდევ უფრო გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებებსა და კონკურსებში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აღნიშნულ ოლიმპიადაში 2016 წლიდან მონაწილეობს და გოგონათა გუნდები საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებენ.

საქართველო ოლიმპიადაზე რვა გოგონასგან დაკომპლექტებული ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. 15 ოქროს მედლიდან, ერთი ქართველ გოგონას ერგო.

ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა პირველად 2012 წელს კემბრიჯში ჩატარდა, რომელშიც 19-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. შემდგომ წლებში ოლიმპიადაში ჩაერთნენ ლუქსემბურგი, თურქეთი, ბელარუსი, რუმინეთი და შვეიცარია.

ყველა ახალი ამბავი
0