კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.077-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 293.321-ს მიაღწია.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.077 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 641 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო–ზემო სვანეთი – 109, აჭარა – 97, იმერეთი – 52, ქვემო ქართლი – 44, შიდა ქართლი – 38, კახეთი – 36, გურია – 27, მცხეთა-მთიანეთი – 22, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი – 5. 
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
COVID-19 საქართველოში – 16 აპრილის მონაცემები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 442 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 279.831-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.916-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 9.548 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.720 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.381, აჭარაში – 391, იმერეთში – 361.

466 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 87 პირი, მათგან თბილისში – 62, აჭარაში – 8, იმერეთში – 8. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 400 ადამიანი, მათ შორის 209 – თბილისში, 177 – აჭარაში. 6.428 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 331 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 249, ხოლო აჭარაში – 4. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.263 ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.077-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 293.321-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0