COVID-19 საქართველოში – 16 აპრილის მონაცემები

© photo: courtesy of NCDCლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.916, კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.077-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 293.321-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 279.831 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 442), გარდაიცვალა – 3.916 (ბოლო 24 საათში – 9), კარანტინის რეჟიმშია 331, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.720 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 400 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 31.645 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20.727, PCR–ტესტით – 10.918.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,4%, ბოლო 14 დღის – 2,77%, ბოლო 7 დღის – 2,04%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0