ქუთაისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

© Sputnik / STRINGERვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად მთავრობის მხრიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩავიდა, მაგრამ შეხვედრას არც ერთი მინისტრი არ ესწრება

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქუთაისში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს, იუწყება „პირველი არხი“.

მოლაპარაკების პარალელურად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ისინი აცხადებენ, რომ ადმინისტრაციის შენობასთან მოლაპარაკების დასრულებამდე დარჩებიან.

მხარეებს შორის შეხვედრა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, გუბერნატორები და დეპუტატები იმყოფებიან. აქციის ორგანიზატორთა მხრიდან კი მოლაპარაკებას ესწრებიან მაკა სულაძე, ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მირზა ნოზაძე. შეხვედრას არ ესწრებიან მედიის წარმომადგენლები, თუმცა აქციის მონაწილეების მოთხოვნით მათ ვიდეოგადაღების შესაძლებლობა აქვთ.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
თურნავა: „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული ყველა კვლევა გადაიხედება

აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, სამტრედიის, წყალტუბოს, ხონის და ვანის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ბეჟან წაქაძე, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, უმრავლესობის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გოდერძი ჩანქსელიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე.

აქციის ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდებიან.

„დღევანდელი საუბარი არ იქნება შინაარსობრივი, არ ვისაუბრებთ ეკონომიკისა და გარემოს დაცვის საკითხებზე. საპატრიარქოს მოწოდება იყო, რომ მხარეები დამსხდარიყვნენ დიალოგზე, ტექნიკურ დეტალებზე შევთანხმდებით“, - განაცხადა გოლეთიანმა.
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციას „ქართული მარში“ შეუერთდა

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანიის გამოჩენა და, რაც მთავარია, მისთვის მიწის 99 წლის ვადით გადაცემა.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0