Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მარიამ სანოგოს შვილი გაიზარდა - ნახეთ ვის ჰგავს აფრიკული წარმოშობის მოდელის ვაჟი

© Photo: Mariam Sanogo / FBმარიამ სანოგო
მარიამ სანოგო - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს.

მოდელი და ტელესახე მარიამ სანოგო კრეატიული პიროვნებაა. ის განსხვავებული სტილით გამოირჩევა.
„ინსტაგრამზე“ საკმაოდ აქტიურია და ცდილობს ხელმომწერებს ახალი ფოტოები ხშირად შესთავაზოს. მარიამი ბოლო დროს მეუღლესთან და შვილთან - უსაყვარლეს ზუკასთან ერთად გადაღებულ ფოტოებს უფრო ხშირად აქვეყნებს. ცდილობს ყველა წესის დაცვით შეხვდეს მეგობრებს და მათ თავისი პოზიტივი გაუნაწილოს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

 

პატარა ზუკას „მზე ბიჭს“ ეძახიან და ყოველთვის თბილი სიტყვებით ეგებებიან. თავად უცხო და მიმზიდველი გარეგნობის მქონე მოდელი მუდამ შეუდარებლად გამოიყურება. მარიამ სანოგო ნებისმიერი გემოვნების ადამიანის ყურადღებას იქცევს. მისი კანის ფერი, თმის სტრუქტურა და განსაკუთრებით ის, რომ ქართულად გამართულად მეტყველებს, ხშირად აოცებს უცნობ ადამიანებს.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

ქართულ სამოდელო სივრცეში ეგზოტიკური გარეგნობა უცხო და თვალშისაცემია. მარიამ სანოგო დედით ქართველი, ხოლო მამით აფრიკელია, კერძოდ, ბურკინა-ფასოდან. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში ბევრ სირთულეს აწყდებოდა, თვლის, რომ მამას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. გოგონას მეორე ნახევარი მამის მოძებნასა და მათ შორის კომუნიკაციის დამყარებაში ეხმარება.

View this post on Instagram

A post shared by Mariam Sanogo (@msanogo)

მარიამის რჩეული ოპერატორი გიორგი ლაშქარაძეა, რომელსაც ქორწინებამდე 3 წელი იცნობდა. წყვილის მეგობრული ურთიერთობა მარიამის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე კარგად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა წყვილია, ახალბედა მშობლები შავგვრემან ვაჟს დამოუკიდებლად ზრდიან.

ყველა ახალი ამბავი
0