ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტები 14–დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარებიან

© photo: Sputnik / Stringerაეროპორტი
აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
საქართველო ინდოეთიდან ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის წესებს ამკაცრებს, ნებისმიერი პირი მოქალაქეობის მიუხედავად ვალდებულია საღზვარზე  ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი წარადგინოს,

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, საქართველოში იმ შემთხვევაში შემოვა, თუ ვიზიტამდე საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხს წარადგენს და შემდგომ სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური. 

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომელიც ინდოეთიდან საქართველოში ჩამომსვლელ პირებს და ინდოელ სტუდენტებს განსხვავებულ პირობებს უწესებს. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.03.2021
ჯანდაცვის სამინისტრო: ინდოეთიდან ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება

კერძოდ: ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, საქართველოში ვიზიტამდე დაექვემდებარება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე, ხოლო შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

უშუალოდ სტუდენტებთან მიმართებაში, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები, მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებისა, საქართველოში ვიზიტამდე წარადგენენ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ნეგატიურ პასუხს და ასევე დაექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, ინდოელი სტუდენტები საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეძლებენ.

 

რაც შეეხება საკარანტინო ხარჯებს, ექვსი დღის ხარჯები დაფინანსდება, დანარჩენი დღეების ხარჯებს კი სტუდენტები საკუთარი სახსრებით დაფარავენ.

ადრე მოქმედი წესებით, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის უპირობოდ გადმოკვეთა შეეძლო იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ინდოეთში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა – 14 აპრილს ქვეყანაში ინფიცირების 184.372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. კორონავირუსის გავრცელების კუთხით ინდოეთი აშშ–ის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

ყველა ახალი ამბავი
0