Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„12 კილო დავიკელი...“ – მანიკა ასათიანი საოცარ ფორმაშია – ვიდეო

© Facebook / Manika Asatianiმანიკა ასათიანი
მანიკა ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
აღმოჩნდა, რომ უმშვენიერეს მოდელსა და ტელეწამყვანს მანიკა ასათიანს ვარჯიში ცხოვრების წესად ექცა. ნახეთ როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები.

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს და „ფოლოვერს“ პასუხობს – როგორ დაიკლო ზედმეტი კილოგრამები. აღმოჩნდა, რომ გასული მაისის შემდეგ მანიკამ 12 კილოგრამამდე დაიკლო და ეს ჯანსაღი კვებით და ვარჯიშით შეძლო.

მოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურება, ამბობს, რომ პანდემიისას ძალიან მოიმატა და სწორედ ამის გამო დასჭირდა მას ძალების მობილიზება ზედმეტ კილოგრამებთან საბრძოლველად.

მოდელის სავიზიტო ბარათი გამორჩეული გარეგნობაა. წითური თმა, ულამაზესი ღიმილი, თვალ-წარბი, სიმაღლე – მანიკა ასათიანის გარეგნობაში ყველაფერია, რაც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს. გარდა ამისა, მისი მეგობრული ოჯახი ბევრისთვის მისაბაძია.

მანიკა – მოდელი, ხოლო მისი მეუღლე ბექა წივწივაძე კალათბურთელია. მანიკა 17 წლის იყო, როდესაც მომავალი ქმარი გაიცნო და მალე დაოჯახდნენ. 19 წლის დაფეხმძიმდა და ვაჟი – გიორგი გააჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0