ექთნის საქმე: ადვოკატები ლევან რატიანისა და პაატა იმნაძის დაკითხვას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებისგან დღეს საქმის ახალ მასალებს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერებსა და პრეპარატის იმ ფლაკონს ელოდებიან, რომლითაც ექთანი აცრეს.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. ახალგაზრდა მედდის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, შესაძლოა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი დაიკითხონ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
ექთნის საქმე: ექსპერიმენტის ფარგლებში ვაქცინაციის პროცესი და შემდგომი მოვლენები აღდგება

გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატები აღნიშნული მოთხოვნით დღეს პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავენ. მათი განცხადებით, იმნაძესა და რატიანს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ. დაცვის მხარის ვარაუდით, აღნიშნული პირების მიერ მიცემულ ჩვენებაზე დაყრდნობით შეიძლება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

მედდის გარდაცვალების შემდეგ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მეგი ბაქრაძე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს, მაგრამ ლევან რატიანმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. მისი განმარტებით, ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმე იყო – იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ჰემოდინამიკა (სისხლის მიმოქცევა) იყო მკვეთრად არასტაბილური, პაციენტის კრიტიკული მდგომარეობა კი გამოწვეული იყო ე.წ. პოსტრეანიმაციური დაავადებით, ვაზოპლეგიით, ანუ სისხლძარღვების დაზიანებით.

რატიანის განმარტებით, მეგი ბაქრაძეს არც ერთი კვლევით ანემია არ დაუდასტურდა. ასევე კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მეგი ბაქრაძეს გარდაცვალების შემდეგ დაუდგინდა ორმხრივი პნევმონია, მედიკოსის თქმით, ეს შესაძლოა პოსტრეანიმაციული დაავადების ფენომენი ყოფილიყო. პოსტრეანიმაციული დაავადება – ესაა ორგანიზმის მდგომარეობა გადატანილი კლინიკური სიკვდილის შემდეგ ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შემდგომი აღდგენით. 

საქართველოს პროოკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გარდაცვლილი მედდის ოჯახის ადვოკატებს პროკურატურამ საქმის მასალები გადასცა

27 წლის მედდა მეგი ბაქრაძე AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე, ახალციხეში ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე სამ პირს – კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ექთანს ბრალი გასულ კვირაში წარუდგინა. 8 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 3 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. 

ექიმებსა და ექთანს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი (მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით).

ყველა ახალი ამბავი
0