საპატრიარქოს Facebook-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრიარქო
საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ოფიციალურ ვებ-გვერდზე „ბოტების“ გამოჩენის მიზანი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციაა, აცხადებენ საპატრიარქოში.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს Facebook-გვერდზე საინფორმაციო შეტევა განხორციელდა, იუწყება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, ვებ-გვერდზე, მაგალითად, ინდური წარმომავლობის 500-მდე ე.წ. პროფილი გამოჩნდა.

„ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული მედიაკამპანიის ფარგლებში დიდი ხანია გამოიკვეთა ოპონენტთა მეტად აშკარა და თვალშისაცემი მეთოდით – ე.წ. "ბოტებითა" და "ტროლებით", ანუ არარსებული Facebook-პროფილებით მანიპულირება. ვფიქრობთ, ინფორმაციულ სამყაროში ეს მოძველებული ხერხია, თუმცა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის – ეკლესიის მიმართ მსგავსი ანტიპიარი, სულ მცირე, უხერხული უნდა იყოს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ყალბი პროფილებით ემოციის გამოხატვა (მოწონება, სიცილი და სხვ.), ასევე არარსებული პიროვნებების სახელით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის გვერდზე უცენზურო და შეურაცხმყოფელი კომენტარები, სამწუხაროდ, თითქმის ყოველდღიურობად იქცა, აღნიშნულია განცხადებაში. ზოგიერთი მათგანი დაკავშირებულია აქციასთან, რომელიც ამ დღეებში საპატრიარქოს მხარდასაჭერად გაიმართა. მარტო აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 500 ყალბი გვერდი გამოვლინდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0