Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნეკა დოროყაშვილი შვილთან ერთად ზღაპრულ გარემოში ისვენებს – ვიდეო

© Photo: Neka Dorokashvili / FBნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი გერმანელ საცოლესთან ერთად ამჟამად დუბაიშია, დუბაიში ჩავიდა შვილთან ერთად ნეკა დოროყაშვილიც.

ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი შვილთან ლუკასთან ერთად დუბაიში ისვენებს. დოროყაშვილმა მოგზაურობის ამსახველი ვიდეო და ფოტოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, დედა-შვილი არაჩვეულებრივ დროს ატარებს. აღსანიშნავია, რომ დუბაიში იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილიც გერმანელ საცოლესთან, ასევე ჩოგბურთელ შარლოტა ჰელენთან ერთად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შევიდა, რომლითაც მისი ყოფილი მეუღლე ალიმენტს ითხოვს. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 25 მარტით დათარიღებულ სასარჩელო მოთხოვნაში დოროყაშვილი წელიწადში დაახლოებით 100 000 ლარს მოითხოვს, რომელიც, სარჩელის მიხედვით, ბავშვის საჭიროებებს უნდა მოხმარდეს.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

სარჩელში დეტალურად არის აღწერილი მცირეწლოვნის ყოველთვიური საჭიროებები, რაც მოიცავს მის განათლებას, დასვენებას, შოპინგს, ძიძის, ასევე მძღოლის მომსახურებას და სხვ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; დასვენება (წელიწადში სამჯერ) – სულ 18 000 ლარი; ძიძის თანხა – 1000 ლარი; გუვერნანტის ანაზღაურება – 1500 ლარი; სექტემბრიდან სკოლის გადასახადი 2900 ევრო (წელიწადში) და ა.შ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

მას შემდეგ, რაც ჩოგ­ბურ­თის დო­ჰას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი გახ­და და და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­აზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ქარ­თუ­ლად მი­მარ­თა შვილს. ტრი­უმ­ფის შემ­დეგ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის შვი­ლი­სად­მი ემო­ცი­ურ მი­მარ­თვას მისი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ად­ვო­კა­ტი ანა აბა­ში­ძე გა­მო­ეხ­მაუ­რა: „ამას არ დავ­წერ­დი ნამ­დვი­ლად, რომ არა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ეპა­ტა­ჟუ­რი სი­ტყვა შვი­ლის შე­სა­ხებ. მას შვი­ლის­თვის წე­ლი­წად­-ნა­ხე­ვა­რია ალი­მენ­ტი არ გა­და­უხ­დია. უფრო მე­ტიც, სა­კუ­თარ შვილს სახ­ლს არ­თმევს სა­სა­მარ­თლოს გზით“, – და­წე­რა ანა აბა­ში­ძემ.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში განსაკუთრებით მას შემდეგ მოექცა, რაც ის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ვერსიით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. სასამართლომ სპორტსმენს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 24 მაისს შეუფარდა.

View this post on Instagram

A post shared by Neka (@nekadorokashvili)

ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ერთმანეთს დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდნენ, თუმცა ამაზე ოფიციალურად არც ერთს არ უსაუბრია. წყვილი ქორწინებაში 2013 წლიდან იმყოფებოდა, მათ 2015 წელს ვაჟი შეეძინათ.

ყველა ახალი ამბავი
0