„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 12 აპრილს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთელასი
თელასი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ) და ურეკის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის, ზარზმის, ილორის, ვლადიმერ ნანეიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, აჯამეთის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის და კანკავას ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების და სოფელი დიდი ლილოს მოსახლეობას.

11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0