საქართველოში მსჯავრდებულებისთვის ეროვნულ მუზეუმში ონლაინ ტური მოეწყო

© photo: Sputnik / Maksim Blinovციხის გალავანი
ციხის გალავანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსგავს ინიციატივას მესამედ ახორციელებს.

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმების ონლაინ ტური გრძელდება, ნათქვამია მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის განცხადებაში.

ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
არასრულწლოვანი მსჯავრდებულები გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსს გაივლიან

ეროვნული მუზეუმის ონლაინ ექსკურსიის ფარგლებში, მსჯავრდებულები შუა საუკუნეების ხელოვნებას გაეცნენ. მათ ფრესკული მხატვრობის, ხატწერის, დამწერლობის ისტორიისა და ხელნაწერი წიგნების შექმნის ტექნოლოგიის შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიიღეს, აღნიშნულია განცხადებაში.

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მსგავს ინიციატივას მესამედ ახორციელებს.

მსჯავრდებულებში ხელოვნებისა და კულტურის მიმართ ინტერესის გაზრდის მიზნით, ონლაინ ტური ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან #5 და თელავის ისტორიული მუზეუმიდან #16 პენიტენციურ დაწესებულებებში უკვე წარმატებით განხორციელდა.

ყველა ახალი ამბავი
0