ზემო ლარსი დღეს: გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაკეტილია

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდითი სამუშაოები
გზის გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
მაგისტრალის ყველაზე რთულ, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავსაშიშროების მაღალი დონის გამო აიკრძალა

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეზღუდვა პარასკევს საღამოს ამოქმედდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, „გზა დაკეტილი აქვს გარემოს ეროვნულ სააგენტოს ზვავსაშიშროების გამო და დღეს არ გაიხსნება“.
გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

მლეთა-გუდაურის (ფოსტა) და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე კი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

საქართველოს სახმელეთო საზღვრები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან ჩაიკეტა, ღიაა მხოლოდ ტვირთის გადამზიდავებისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0