სამეგრელო-ზემო სვანეთში სამი კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

© photo: Sputnik / Nika latariaრუხის საავადმყოფო
რუხის საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელებით დღეს თბილისისა და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 10 აპრილი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 66 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 185 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში 86 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 35 პაციენტის მდგომარეობა.

ფოთის კლინიკაში 40 კოვიდპაციენტია, მათ შორის მძიმეა 3 პაციენტი.

კორონავირუსის ეპიდემია  - ქომაგები პირბადეებში - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში 25 პაციენტი მკურნალობს.

ხოლო სენაკში „ლაზიკა მედიში“ 44 პაციენტი იმყოფება.

რეგიონის მასშტაბით საკარანტონე სივრცეში სულ 123 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 506-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 287.689-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 276.711-მდე გაიზარდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.869-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0