საქართველოში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

© photo: Sputnik / Igor Maslov / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით
ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
სამხედროები AstraZeneca-ს ვაქცინით იცრებიან, თუმცა ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურეების კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს პრეპარატით ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, იუწყება თავდაცვის სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თავდაცვის ძალების ის კონტინგენტი იცრება, რომელიც „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ შესასრულებლად ავღანეთში წასასვლელად ემზადება.

AstraZeneca–ს ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

მეორე ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება.

სამხედრო ჰოსპიტალში ვაქცინაციის პროცესი შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს, აღნიშნავენ თავდაცვის სამინისტროში.

8 აპრილს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. როგორც გაბუნიამ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში ექსპერტების საბჭომ სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად არის მიღებული და „ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით შემდგომი გაფართოება ამ ეტაპზე AstraZeneca-სთვის აღარ მოხდება“.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება. ხოლო ჩინური ვაქცინა Sinopharm-ის გამოყენება, რომლის 100 ათასი დოზა საქართველოში 3 აპრილს ჩამოვიდა, სავარაუდოდ, 20 აპრილიდან დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0