Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკო ფანგანი ექვსი შვილის დედაა? – ტელეწამყვანის მოულოდნელი აღიარება

© Photo: Ekaterina Pangani / FBეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
გამოწერა
ეკო ფანგანი, რომელიც საზოგადოებას რეალითი–შოუ „უკანასკნელი გმირიდან“ ახსოვს, სოციალურ ქსელში მოულოდნელ განცხადებას აკეთებს.

„ინსტაგრამის“ „ფოლოვერები“ ეკო ფანგანის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ. ტელეწამყვანმა ერთ-ერთ „ფოლოვერს“ უპასუხა, რომ გათხოვილი არასდროს ყოფილა, თუმცა ექვსი ბავშვის დედა–მამიდაა. როგორც ჩანს, ეკო იმას გულისხმობდა, რომ მისი ძმისშვილები საკუთარი შვილებივით უყვარს, თუმცა თავად ჯერჯერობით არც ერთი შვილი ჰყავს.

ეკოს ძმა გიორგი ფანგანია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია. ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი ფანგანს ექვსი შვილი ჰყავს.

რაც შეეხება ეკო ფანგანს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა სილამაზის და თავის მოვლის ყველა ხრიკი იცის. მისმა სექსუალურმა ტანმა და ცეცხლოვანმა ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა. ის სოციალურ ქსელში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა.

ახლა ვარსკვლავი ინფლუენსერობითაა გატაცებული. ბევრმა არ იცის, რომ ტელეწამყვანობისა და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, რადიოწამყვანობასაც ახერხებს. პოპულარულ ტელეწამყვანს თავის მოვლა ძალიან უყვარს.

მოდური ჩაცმულობა, გემოვნებიანი აქსესუარები, მოხდენილი ღიმილი და შოკოლადისფერი რუჯი – ეს ყველაფერი საკმარისია, რათა მშვენიერი ეკო უფრო მიმზიდველი გახდეს. მის მიერ გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებს ბევრი გამოხმაურება მოსდევს.

ყველა ახალი ამბავი
0