Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის რომანტიკული ფოტოები

© Facebook / Giorgi Gasvianiგიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
გამოწერა
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ერთმანეთზე შეყვარებული ის ორი ადამიანია, რომელიც წლის საუკეთესო წყვილად აღიარეს.

მსახიობისა და წამყვანის გიორგი გასვიანის მეუღლე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო და უცებ შეიყვარა. წყვილი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. მარიტამ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მისი და გიორგის ცხოვრებიდან ლამაზი, რომანტიკული, ემოციური ფრაგმენტებია შეკრებილი.

წყვილი ახალ ფოტოებსაც აქვეყნებს, რამაც მათი გულშემატკივრები ძალიან გაახარა. ფაქტია, რომ მარიტას და გიორგის მიმართ ადამიანებს თბილი დამოკიდებულება აქვთ და წყვილის შესაფასებლად ლამაზ სიტყვებსაც არ იშურებენ.

ცოტა ხნის წინ მარიტა 19 წლის გახდა. წყვილს შორის 16-წლიანი სხვაობაა, თუმცა, როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეს, ამის გამო პრობლემა არ შექმნიათ.

ფაქტია, რომ წყვილი ერთმანეთზე ყურებამდეა შეყვარებული. ტელეწამყვანმა და მსახიობმა გიორგი გასვიანმა და მისმა რჩეულმა მარიტა მელიქიშვილმა ჯვარი ახლახან, 23 იანვარს დაიწერეს და ქორწილიც გადაიხადეს, რომელსაც ქართული ბომონდის თითქმის მთელი შემადგენლობა ესწრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0