დღეიდან ქორწილებისა და ქელეხებისთვის ფართის გაქირავება აიკრძალა

© photo: Sputnikსუფრა
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ხელისუფლება მასობრივი ღონისძიებების  გამართვის წინააღმდეგ რეგულაციებს აწესებს

 

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ მასობრივი ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემაზე რეგულაციებისა და კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღი, შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში უკვე შევიდა. 

პატრული - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

საქართველოში ამ დრომდე იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა, თუ მას 10–ზე მეტი ადამიანი ესწრება. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი მაინც მართავს საქორწილო სუფრებს, ქელეხებს ან აღნიშნავს დაბადების დღეებს – ხშირ შემთხვევაში ისინი ქალაქგარეთ იკრიბებიან ან კერძო ფართს იჯარით იღებენ.

დადგენილების მიხედვით, იკრძალება სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართის გადაცემა/დათმობა. ღონისძიებებში იგულისხმება ქორწილი, იუბილე, ქელეხი და სხვ. ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად გამოიყენებს, გამქირავებელი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს შრომის ინსპექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

გარდა ამისა, თუ აკრძალული ღონისძიების გამართვას ახლავს კორონავირუსის  გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ჯანდაცვის უწყების მიერ დადგენილი რეგულაციების დარღვევა, შრომის ინსპექციის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს გარეშე პირთა შესვლა ობიექტზე.

ობიექტზე უნებართვოდ შესვლა, ლუქის ახსნა ან შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ამ ობიექტზე დაწესებული მოთხოვნების დარღვევა დაუშვებელია.

 

ყველა ახალი ამბავი
0