ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო

© Sputnik / STRINGERაქცია სასამართლოსთან
აქცია სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
დაცვის მხარემ სასამართლოს პროცესის რამდენიმე დღით გადატანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა მისი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნის საფუძველზე.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციკონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა საქმის მოსმენა 13 აპრილისთვის გადაიდო.

მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და მელიას სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცა. აქედან გამომდინარე, პროცესი 13 აპრილისთვის გადაიდო, რომელსაც თავად ბრალდებული ნიკა მელიაც დაესწრება. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას საქმის განხილვას იწყებს

დღევანდელი პროცესის მოლოდინში კი საქალაქო სასამართლოს ეზოში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება მელიას საქმეზე პოლიტიკური გადაწყვეტილება  იქნება.

„რთულია განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, რადგანაც ყველასთვის ცნობილია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ და დღეს მოსამართლე უბრალოდ მას გაახმოვანებს... იმ შემთხვევაში, თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ნიკა მელიას გათავისუფლების შესახებ, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ მოლაპარაკებების ფანჯარა ჯერ კიდევ შესაძლოა, დატოვებული არის, მაგრამ ამავე დროს, მინდა განვაცხადო, რომ ნიკა მელიასთან ერთად, ბუნებრივია, უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუაც", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მელიას პატიმრობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დავის ერთ-ერთი მთავარი საგანია. დასავლეთის მკაცრი კრიტიკის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მზადყოფნა გამოთქვა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, თუ მელია 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდაზე თანხმობას განაცხადებს. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ვინ აპირებს ნიკა მელიას გირაოს გადახდას 

„ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ საჯარო განცხადებით დაცვის მხარეს შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა მათი მზადყოფნის შემთხვევაში როგორ უნდა მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. თუმცა, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას, იძახის რა, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს", - განაცხადა პროკურატურის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.

„ნიკა მელიას გაქცევის საფრთხე, რა თქმა უნდა, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლე დარჩება კანონის ფარგლებში, ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება იქნება – გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება ან შეცვალოს ნაკლებად მკაცრი ღონისძიებით. ჩვენი პოზიცია უცვლელია – პატიმრობა აუცილებლად უნდა გაუქმდეს და ნიკა მელიას მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის, არც გირაო“, – განაცხადა კონდახაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. ოპოზიციის ლიდერი მიმდინარე წლის 23 თებერვალს დააკავეს, მას შემდეგ, რაც შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

მელიას მიაჩნია, რომ მისთვის გირაო უკანონოდ არის დაკისრებული და ამიტომ არ აპირებს მის გადახდას.

 

ყველა ახალი ამბავი
0