Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნუგზარი კარგი ბიჭია...“ – გია სურამელაშვილის შვილი საფრანგეთში დააკავეს

© courtesy of Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
გია სურამელაშვილს ვაჟი ჰყავს, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს. აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი საფრანგეთში გაუგებრობაში მოხვდა.

საფრანგეთში მომხდარი ხმაურიანი დაპირისპირების ფაქტზე ფრანგმა სამართალდამცავებმა გია სურამელაშვილის ვაჟი ნუგზარ სურამელაშვილი დააკავეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და სურამელაშვილი უკვე თავისუფალია. დაკავებულის მამას, ცნობილ ქართველ მომღერალს გია სურამელაშვილს იმედი აქვს, რომ სასამართლო საბოლოოდ მის ვაჟს გაამართლებს. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მისი ვაჟი ე.წ. ქურდული სამყაროს წევრია.

„ეს იყო ჩვეულებრივი გარჩევა, სადაც ჩემი შვილი შემთხვევით მოხვდა. იქ უბრალო ცემა-ტყეპა არ ყოფილა, ხალხი ხოცავდა ერთმანეთს. როგორც თვითმხილველი, სწორედ ამიტომ დააკავეს ჩემი შვილი, ორი დღე იჯდა ციხეში და უკვე თავდებით გამოუშვეს. 19 აპრილს არის ჩანიშნული მეორე სასამართლო პროცესი, იმედი მაქვს, გაამართლებენ, მაგრამ არის საშიშროება, რადგან ტელეფონზე მესიჯები მომდის, მწერენ, შენი ქურდი შვილიო. ნუგზარი ქურდი არაა, ის არის ქართველი ვაჟკაცი, „კაი ბიჭი“, რომელიც ლამაზად და კარგად ცხოვრობს“, – აცხადებს გია სურამელაშვილი.

გია სურამელაშვილს ერთადერთი ვაჟი ჰყავს, რომელიც მეუღლემ მაია კვესელავამ გაშორების შემდეგ დაუტოვა. როგორც გია ინტერვიუებში იხსენებს, მკაცრი და მზრუნველი მამა იყო. რაც შეეხება თავად ნუგო სურამელაშვილს, ის პოპულარობას ყოველთვის ერიდებოდა, თუმცა ერთადერთხელ გამოჩნდა სახალხოდ და „პრაიმშოუს“ მისცა ინტერვიუ.

„ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. გია მკაცრი მამა იყო და მამა ალბათ ასეც უნდა იყოს შვილის მიმართ. ორი დღე ფულს არ მაძლევდა, როცა გაბრაზდებოდა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ფილარმონიიდან მიპარავდნენ“, – ამბობდა სურამელაშვილი ინტერვიუში.

მომღერალმა გია სურამელაშვილმა რამდენიმე კვირის წინ აღიარა, რომ დაქორწინებულია. როგორც მომღერალმა ჟურნალ „თბილისელებთან“ განაცხადა, საყვარელ ადამიანთან დაშორებული იყო და ამის გამო დეპრესია ჰქონდა, მიზეზი კი ალკოჰოლისადმი მისი მიდრეკილება გახდა. თუმცა გარკვეული პერიოდის წინ მეუღლეს შეურიგდა.

ყველა ახალი ამბავი
0