Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მამას ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე...“ - მაია ასათიანის უცნობი ისტორია

© courtesy of talk show profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
მაია ასათიანმა ნოე სულაბერიძესთან სტუმრობისას მამაზე ისაუბრა. აღმოჩნდა, რომ მას ბიოლოგიურ მშობელთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა

ტელესახე მაია ასათიანი ნოე სულაბერიძის ახალი გადაცემის პირველი სტუმარი იყო. მან ოჯახზე, კარიერასა და სხვა საინტერესო თემებზე გულახდილად ისაუბრა. მაიას თქმით, შვილის პანაშვიდზე მისვლა მამას აუკრძალა და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აპატია. ტელესახე აღნიშნავს, რომ მასსა და მამამისს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო და მის მიმართ ვერაფერს გრძნობდა.

„მამას ნუცას პანაშვიდზე მოსვლა ავუკრძალე. როდესაც მამა მოკვდა, დედამ გამაგებინა ეს ამბავი და ჩემს თავს დავუსვი შეკითხვა, წავსულიყავი თუ არა პანაშვიდზე. ისიც არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს წავედი, დედაჩემი გამომყვა. მოკვდა ადამიანი, ჩემი ბიოლოგიური მამა, რომელიც ჩემი გენეტიკური კოდის ორმოცდაათი პროცენტია, მე კი გულგრილი ვიყავი. საოცრად ვგავდი ვიზუალურად მამას. ვუყურებდი გარდაცვლილს და ვერაფერს ვგრძნობდი“, - აღნიშნა მაიამ.

ნოეს კითხვაზე, ნანობს თუ არა, რომ სიცოცხლეში არ აპატია მამას, მაიამ უპასუხა: „არ ვნანობ, რადგან ნუცა მეკითხებოდა, ჩვენ რომ მოვხვდეთ ჩრდილოეთ პოლუსზე, ძალიან რომ ციოდეს, რა იზამო. მე ვუპასუხე: გავიხდი ყველაფერს და შენ ჩაგაცმევ-მეთქი, იმიტომ, რომ მე ვარ დედა და ვარ მშობელი. ეს არის“, – ამბობს მაია ასათიანი.

ტელეწამყვანის ქალიშვილი საფრანგეთში სწავლობდა. დედისგან შორს მყოფი გოგონა ჟურნალისტს შორიდან ამხნევებდა და მაიას მოტივატორი იყო. სამწუხაროდ, ვერაგ დაავადებასთან ბრძოლაში ულამაზესი ნუცა დანებდა.

22 თებერვალს 18 წლის ნუცას გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. ტელეწამყვანი გასულ წელს ამ თარიღს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე განერიდა. როგორც მაია ვიდეოებში ამბობად, მისთვის ძალიან რთულია ეს თარიღი და ცდილობს ამ დღეს მარტო იყოს თავის თავთან, სწორედ ამიტომ ის სამოგზაუროდ მარტო წავიდა.

ყველა ახალი ამბავი
0