შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ რუსეთში აღიარებული ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია ბავშვობიდან სკოლა-ინტერნატში იზრდებოდა. პატარა გოგონასთვის ძალიან მძიმე იყო დედ-მამასთან თვეობით განშორება და უცხო ადამიანების გვერდით ცხოვრება.
დიანამ რამდენიმე წლის წინ რუსი მაყურებლისთვის თბილისში მდებარე უსინათლო ბავშვთა სკოლა-ინტერნატში განვლილი ეს მძიმე დღეები გაიხსენა. დედასთან დაშორებით გამოწვეული უსინათლო პატარა გოგონას განცდები ყოველკვირეული შოუს Ты не поверишь! თემად იქცა.
View this post on Instagram
View this post on Instagram
View this post on Instagram
НТВ-ს ჟურნალისტებმა შოუსთვის დიანას მამა გუდუ ღურწკაიაც ჩაწერეს. „ეს სკოლა რომ არა, დიანას განათლების მიღებისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემოდა. რადგან ასე ვიტანჯებოდით მთელი ოჯახი, ერთხელ წამოვიყვანეთ სახლში და გადავწყვიტეთ სწავლა შეეწყვიტა, მაგრამ მასწავლებლებმა ჩამოაკითხეს და მალე უკან დავაბრუნეთ", – გაიხსენა გუდუ ღურწკაიამ.
View this post on Instagram
ინტერნატში მისულმა მომღერალმა ნაცნობი შენობა ერთხელ კიდევ დაათვალიერა და კამერის წინ ბევრი რამ გაიხსენა. ისიც, თუ როგორ არწმუნებდა მუსიკის მასწავლებელი, რომ მუსიკალურ სფეროში ვერაფერს მიაღწევდა. ყველაფრის მიუხედავად, მშობლების გადაწყვეტილებას დიანა გამართლებულად მიიჩნევს, ვინაიდან რომ არა სკოლა-ინტერნატი, არავინ იცის, მოხვდებოდა თუ არა დიდ სცენაზე. ამჟამად მომღერალი მოსკოვში ცხოვრობს მეუღლესთან – პიოტრ კუჩერენკოსთან და ორ ვაჟთან ერთად და თავს ბედნიერად გრძნობს.