რა შემთხვევაში მოუწევს საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების გამკაცრება: გამყრელიძის განმარტება

© Facebook / Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ეპიდემიოლოგები კვლავ კლასტერებზე და საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა კვლავ კოვიდშეზღუდვების ამოქმედება გამოიწვიოს, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე მოქმედებდა

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბებულია 10 კლასტერი, რაც კორონავირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
„ადგილები არ არის“- თბილისის კლინიკები კოვიდ-პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან

„დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი 10 კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღა დაწყებულია და ამ საშიშროების წინაშე საქართველოც დგას. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა იმ რეკომენდაციების და შეზღუდვების დაცვა, რაც ქვეყანაში მოქმედებს.

„დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ, დიდი ალბათობით, ჩვენ შევაკავებთ ინფექციის შემდგომ გავრცელებას და არ დაგვჭირდება რადიკალური შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, თუ ინფექცია გავრცელდა და ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ მოიმატა, ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოზე დააყენებენ უფრო მძლავრი შემზღუდავი ღონისძიებების შემოღების საკითხს, რადგან ქვეყანა შიდა გავრცელებისა და მესამე ტალღის წინა ეტაპზე იმყოფება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
უნდა აიცრან თუ არა ორსულები კორონავირუსზე - ლადო კახაძის თვალსაზრისი

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 897 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 284 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 275 ათასზე მეტი პაციენტი,  3 832 ადამიანი  გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0