Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენს სილამაზესთან შედარებით ეს წვეთია ოკეანეში…“ – ნუცა ბუზალაძე რჩეულს აღარ მალავს

© courtesy of Nutsa Buzaladzeნუცა ბუზალაძე
ნუცა ბუზალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
რამდენიმე თვეა მომღერალი პარტნიორთან ერთად გადაღებულ ფოტო-ვიდეოს აღარ აქვეყნებს. როგორც ჩანს, ნუცას ახალი თაყვანისმცემელი ჰყავს. ნახეთ რა საჩუქრებს უგზავნის მამაკაცი არტისტს.

მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ სოციალურ ქსელში უზარმაზარი ვარდების თაიგულის ფოტოები გამოაქვეყნა. წითელი ვარდები, როგორც ჩანს, საყვარელი მამაკაცისგან მიიღო. ნუცამ ასევე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც შეყვარებულისგან თაიგულთან ერთად მიიღო. წერილში აღნიშნულია: „ვიცი, რომ ვარდები ძალიან ლამაზია, მაგრამ შენს სილამაზესთან შედარებით ეს წვეთია ოკეანეში“.

წლების მანძილზე ახალგაზრდა მომღერლის პირადი ცხოვრების შესახებ ცნობები არ ვრცელდებოდა, მანამ, სანამ თავად არ მოისურვა სიყვარულის გაზიარება. ნუცა ბუზალაძე შეყვარებული იყო. მისი რჩეული მომღერალს დიდ დროს უთმობდა და წყვილი საჯარო სივრცეებში ხშირად ჩნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სასიყვარულო დუეტი დაიშალა.

„იცით რას ნიშნავს ექს-შეყვარებული? მადლობა გამოცდილებისთვის, შენი დრო ამოიწურა. ახლა გადი ჩემი ცხოვრებიდან, რათა შენზე უკეთესმა შემოაბიჯოს“, – ეს ინგლისურენოვანი ვიდეო ნუცამ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. მოულოდნელი მესიჯებით აღსავსე TikTok-ის ვიდეო მხოლოდ ერთზე შეიძლება მეტყველებდეს – ნუცა ბუზალაძე სპორტსმენ შეყვარებულს რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ახლა მომღერალი მარტოობით ტკბება. დაშორების შემდეგ მან მოგზაურობაც მოახერხა და დაბადების დღეზე დუბაის ეწვია.

ამ დროისათვის უცნობია, თუ ვინ არის ნუცას ახალი თაყვანისმცემელი. ნუცა ბუზალაძეს, ისევე, როგორც ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობას, პირად ცხოვრებაზე საუბარი არ ხიბლავს. შეუდარებელი მომღერალი წლების მანძილზე ურთიერთობებზე საუბარს თავს არიდებდა ან საგულდაგულოდ მალავდა. ეს მანამდე გრძელდებოდა, სანამ თავად არ გადაწყვიტა შეყვარებულის გამოჩენა. ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ნუცა მამაკაცის ფოტოებს აქვეყნებდა, თუმცა სახეს მუდამ უმალავდა.

ყველა ახალი ამბავი
0