საქართველოში გამოკითხულთა 39% COVID-19-ზე აცრის ჩატარებას არ აპირებს - IRI-ს გამოკითხვა

© REUTERS / LUCY NICHOLSONვაქცინაცია Pfizer-ით
ვაქცინაცია Pfizer-ით - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
გამოკითხვა 2-26 თებერვლის პერიოდში პირდაპირი ინტერვიუს გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 18 წელს ზემოთ ასაკის 1,5 ათასმა რესპონდენტმა.

თბილისი, 5 აპრილი - Sputnik. გამოკითხულთა უმრავლესობა - 39% COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას არ აპირებს. ამაზე მეტყველებს აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგები.

კახა კალაძე და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
საქართველოში ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსი გიორგი გახარიაა - IRI-ს გამოკითხვა

კითხვაზე, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, რას მოიმოქმედებთ, გამოკითხულთა 20%  მაშინვე აპირებს აცრას, 24%  კი ამბობს, რომ აიცრება გარკვეული პერიოდის შემდეგ.

ამასთან, 6% აცხადებს, რომ აიცრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კანონი, ან დამსაქმებელი დაავალდებულებს. გამოკითხულთა 12%-ს შეკითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევა 2021 წლის 2 -26 თებერვლის პერიოდში  პირდაპირი გამოკითხვის გზით ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასმა სრულწლოვანმა რესპონდენტმა. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს +/-2,5%-ს.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო, 30 მარტიდან - პრეპარატ Pfizer-ით. საქართველომ 3 აპრილს ასევე ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინა მიიღო, რომლის გამოყენებაც ჯანმოს მიერ ავტორიზაციის მიღების შემდეგ დაიწყება.

პირველად მედპერსონალი იცრებოდა, მაგრამ დაბალი მიმართვიანობის გამო ასაცრელ პირთა ჯგუფები გაფართოვდა და ამ დროისათვის აცრის ჩატარება შეუძლიათ ასევე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებს, პოლიციელებს, სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს. საქართველოში ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითია.

ყველა ახალი ამბავი
0