დაწესდება თუ არა შეზღუდვები სააღდგომოდ – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შარშან აღდგომის დღეებში საქართველოს მასშტაბით ყველა სასაფლაო დაკეტილი იყო.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. აღდგომამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი, თუ რა შეზღუდვები იმოქმედებს ქვეყანაში აღდგომის დღესასწაულის დღეებში, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნება, ამ მიზნით ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს შრომის ინსპექციის დეპარტამენტი. 

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.04.2021
ამირან გამყრელიძე: საქართველო COVID-19-ის მესამე ტალღის წინაშე დგას

„დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მხრიდან დაწესებული რეგულაციების დაცვას, რათა ჩვენ იძულებული არ გავხდეთ, რომ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები დავაწესოთ. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ თავიდან ავიცილოთ ჩაკეტვა. თუმცა, მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდება, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ეპიდემიოლოგების თქმით, წინა კვირებთან შედარებით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-დან 51%-მდე გაიზარდა, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ისინი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

საქართველოს კლინიკების დირექტორები ქვეყანაში გაუარესებული ეპიდვითარების შესახებ სოციალურ ქსელშიც წერენ და აღნიშნავენ, რომ საავადმყოფოები ნოემბერ–დეკემბრის მსგავს სიტუაციას კიდევ ერთხელ ვერ გაუმკლავდება.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 284 ათასს გადააჭარბა. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, რეგიონებიდან კი გურიაში, სამეგრელო–ზემო სვანეთში, იმერეთში და აჭარაში.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0