Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნეკა სებისკვერაძეს დედ-მამა დაეღუპა

© photo: courtesy of Khatia Psuturiნეკა სებისკვერაძე
ნეკა სებისკვერაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
მომღერალ ნეკა სებისკვერაძეს, რომელიც წლებია ფართო მასების წინაშე აღარ ჩანს, ოჯახური ტრაგედია დაატყდა თავს.

თბილისი, 5 აპრილი – Sputnik. ნეკა სებისკვერაძის მშობლები კორონავირუსით გარდაიცვალნენ. ინფორმაციას ამის შესახებ მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„21 მარტს მამამ დამტოვა, დღეს კი დედამ… დაკრძალვა 6 აპრილს 16:00 საათზე წმინდა ბარბარეს ეკლესიიდან (ხილიანზე, ბავშვთა ინფექციურის ეზო)“, – წერს სებისკვერაძე.

პროფესიით ჟურნალისტმა, მენეჯერის რანგში, როგორც კრეატიულმა და არაერთი საინტერესო პროექტის ინიციატორმა, დიდი ხანია თავი სხვადასხვა პოზიციებზე გამოიჩინა. ამჟამად ის ორი სამსახურის ადმინისტრაციულ საქმიანობაშია ჩართული – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრსა და დეკორატიული მცენარეების ბაღში „გარდენია“.

ყველა ახალი ამბავი
0