Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასე დახვდნენ კლინიკიდან შინ დაბრუნებულ კახა კალაძეს ბავშვები – გულის ამაჩუყებელი ვიდეო

© Facebook / Kakha Kaladzeკახა კალაძე და ანუკი არეშიძე
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
გამოწერა
კახა კალაძე რამდენიმე დღით კლინიკაში ყოფნის შემდეგ სახლში დაბრუნდა. ნახეთ ბავშვების ემოციები – როგორ შეხვდნენ შინ დაბრუნებულ მამას.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა 4 აპრილს დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

მოგვიანებით კახა კალაძემ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მისი სახლში დაბრუნება ბავშვებს და ძაღლებს ძალიან გაუხარდათ. რაც შეეხება მის მეუღლეს, ცნობილი დიზაინერი ანუკი არეშიძე თბილისის მერს კლინიკის დატოვებისას თან ახლდა.

კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ არ ჩანდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

პირველადი დიაგნოზით თბილისის მერს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილურობა.

ყველა ახალი ამბავი
0