55 წელზე ზემოთ პირთა ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნა დღეიდან იწყება

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
ქვეყანაში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მის ჩასატარებლად საჭიროა რეგისტრაციის გავლა ვებ-გვერდზე ან დარეკვა ტელეფონის ნომერზე 15–22.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად 55 წელს ზემოთ პირთა რეგისტრაცია 2 აპრილის 18:00 საათიდან დაიწყება, განაცხადა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის პირები ვაქცინის გაკეთებას 5 აპრილიდან შეძლებენ.

მისი თქმით, ამ დროისათვის ვაქცინა 8.909 ადამიანს აქვს გაკეთებული, აქედან AstraZeneca-ს პრეპარატით 6.893 ადამიანი აიცრა, Pfizer-ით კი 2.016. 

ვაქცინა Sinovac - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
საქართველო ჩინურ ვაქცინას 3 აპრილს მიიღებს

გაბუნიამ ასევე კომენტარი გააკეთა საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ფართო „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება ფართო „ლოკდაუნი“, უფრო მეტიც, ყველაფერი კეთდება, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს შემთხვევების ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რამდენადაც ჩვენ ყველას გვესმის, რომ ქვეყანა ფართომასშტაბიან შეზღუდვებს სოციალური და ბიზნეს-აქტივობების კუთხით ძალზე რთულად გადაიტანს. ამიტომაც ძალზე მნიშვნელოვანია სწრაფი წერტილოვანი რეაგირება“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში კორონავირუსის შემთხვევების მატემა შეიმჩნევა და ინფექციის ლოკალიზების მიზნით სპეციალისტები მოსახლეობის ინტენსიურ ტესტირებას განახორციელებენ.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (დაახლოებით 30 ათასი დოზა) 25 მარტს მიიღო, 13 მარტს კი პრეპარატ AstraZeneca-ს პირველი პარტია (43.200 დოზა) შემოვიდა. ქვეყანა აღნიშნული ვაქცინის შემდეგ დოზას (86.400 დოზა) აპრილში მიიღებს. თუ როდის დაიწყებს ქვეყანა ჩინური ვაქცინის გამოყენებას, ჯერჯერობით უცნობია. 

 ვაქცინაცია Pfizer-ით  - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
ვაქცინაცია საქართველოში: პრეპარატ Pfizer-ის დამატებითი 3 ათასი დოზა დაჯავშნილია

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი კი 30 მარტს დაიწყო და ამ პრეპარატით მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში მიმდინარეობს.

ჯანდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჩინური ვაქცინა მოსახლეობაში პოპულარული შეიძლება იმის გამო გახდეს, რომ იგი ძველი და აპრობირებული მეთოდით არის შექმნილი.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტიდან მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის პროცესში 5 აპრილიდან ასევე ჩაერთვებიან 55 წლის ზემოთ მოქალაქეები, სამართალდამცველები და სამხედრო მოსამსახურეები. საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინების არჩევის უფლება აქვთ.

ყველა ახალი ამბავი
0