ღარიბაშვილი: აუტისტური სპექტრის მქონე პირთა ოჯახებს გვერდით უნდა დავუდგეთ

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2021
გამოწერა
2 აპრილი მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. ეს დღე საქართველოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენების ნაწილია, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე (World Autism Awareness Day) გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2007 წელს დააწესა. 2008 წლიდან ეს დღე ყოველწლიურად 2 აპრილს აღინიშნება. 

 საბავშვო ბაღი - ფონდის „ჩვენ - განსხვავებულები ვართ!“ და ცენტრ Miraculum-ის ერთობლივი პროექტი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2020
როგორ ცხოვრობენ იზოლაციაში აუტისტი ბავშვები: ნათესავებისა და სპეციალისტების დახმარება

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია – გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

„საზოგადოების სიძლიერის უმთავრესი პირობა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მათ შესაძლებლობათა განვითარებაზე ზრუნვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფაა“, – წერს ღარიბაშვილი.

მისი განცხადებით, აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირებს და მათ ოჯახებს ხელისუფლება, საზოგადოება, კერძო სექტორი გვერდით უნდა დაუდგეს, რათა ერთიანი ძალისხმევით მოხდეს მათი უფლებების დაცვა და თვითრეალიზაციისთვის შესაბამისი პირობების შექმნა.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის სირთულეებით. ის თანაბრადაა გავრცელებული ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0