Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„კაცები ჩემთვის იდიდებენ...“ – რა ჩაიდინა კესარია აბრამიძის გამო მისმა შეყვარებულმა

© Photo: Sikete Martivia / FBკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
კესარია აბრამიძის სკანდალურმა განცხადებამ ყველა გააოგნა. ნახეთ რა ჩაიდინა მისმა შეყვარებულმა და რატომ მიმართა პლასტიკურ ქირურგს.
ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე აცხადებს, რომ საკუთარი ხუმრობა ბოროტად შემოუტრიალდა, როდესაც მეგობარ ბიჭს სასქესო ორგანოს ზომის გამო გაეხუმრა, მან კი პლასტიკურ ქირურგს მიმართა და ზომის გადიდების ოპერაცია გაიკეთა.
როგორც კესარიამ გადაცემა „პრაიმშოუში“ აღნიშნა, ამის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც კლინიკიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი შეყვარებული ნარკოზიდან გამოვიდა და მისი ნახვა სურდა. „კაცები ჩემთვის იდიდებენ, თუმცა ჩემთვის ის გადიდებული ბევრად უფრო დისკომფორტს ქმნიდა და ჩემმა ხუმრობამ დამაზარალა მე თვითონ და დავშორდით“, – აღნიშნა კესარიამ.

საქართველოში ნებისმიერმა იცის კესარია აბრამიძის სახელი, საქმიანობა, ჰობი. ადამიანებს გამუდმებით აინტერესებთ კესარიასთან დაკავშირებული ამბები. სოციალურ ქსელში უამრავი მიმდევარი ჰყავს, ვისაც მუდმივად ანებივრებს თავისი ფოტოებით და სკანდალური განცხადებებით.

კესარია აბრამიძე (დაბადებით ბესო აბრამიძე) 1987 წლის 18 აგვისტოს დაიბადა. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მას იღებენ სერიალებსა და სარეკლამო რგოლებში. 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა, რომ ოპერაციის მეშვეობით სქესი შეიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0