რა შეზღუდვები იხსნება 1 აპრილიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ძირითადი შეზღუდვები – პირბადის რეჟიმი და „კომენდანტის საათი“ ძალაში რჩება, მაგრამ ამუშავდება ბავშვთა გასართობი ცენტრები და თეატრები.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს მთავრობა 1 აპრილიდან რიგ შეზღუდვებს ხსნის.

ქვეყანაში იხსნება შეზღუდვები თეატრალურ წარმოდგენებზე და სპორტულ შეჯიბრებებზე მაყურებლის დასწრებით.

როდის გაუქმდება „კომენდანტის საათი“? მთავრობის განმარტება>>

გასული წლის ნოემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა.

1 აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები, კინოთეატრები.

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
ეკონომიკის მინისტრმა სახმელეთო საზღვრების გახსნის პირობები დაასახელა

ამასთან, ქვეყანაში შენარჩუნდება 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილების აკრძალვა როგორც ქვეითად მოსიარულეებისთვის, ისე ავტომობილისტებისთვის. „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის ჯარიმა 2 ათასი ლარია.

ასევე ძალაში რჩება პირბადის ტარების რეჟიმი, რომლის დაცვა აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

ამას გარდა, კვების ობიექტებისთვის კვლავ აკრძალული რჩება სტუმრების მიღება უქმე დღეებში, შაბათ-კვირას ისინი მხოლოდ გატანის სერვისით მუშაობენ.

კვლავ დაკეტილი რჩება ქვეყნის სახმელეთო საზღვრები მეზობელი ქვეყნებისთვის.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 281 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 3.778 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0