COVID-19 საქართველოში – 1 აპრილის მონაცემები

© AP Photo / Emrah Gurelლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.604  ადამიანი, გარდაიცვალა – 3.785, კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.685 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 265 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 499-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 282.260-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.604 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 437), გარდაიცვალა – 3.785 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.685 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 265 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 28.712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17.922, PCR–ტესტით – 10.790.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,74%, ბოლო 14 დღის – 1,75%, ბოლო 7 დღის – 1,64%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0