თურქეთმა შეზღუდვები გაამკაცრა: საელჩო განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnik / Anton Denissov / გადასვლა მედიაბანკშიანკარა
ანკარა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
თურქეთი, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, შეზღუდვებს ამკაცრებს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კონკრეტულ რაიონებში ახალი რეგულაციები ამოქმედდება, ნათქვამია თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2021
მოგზაურების საყურადღებოდ! თურქეთში თვითმფრინავით შესვლის წესები იცვლება

უწყების ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო მოქმედი შეზღუდვები გაამკაცრა.

კერძოდ, რამადანის თვის განმავლობაში, რომელიც 12 აპრილს იწყება და 11 მაისს სრულდება, შაბათ-კვირას იმოქმედებს მკაცრი „ლოკდაუნის“ რეჟიმი. შეიზღუდება ქუჩაში გასვლა და დაკეტილი იქნება ყველა ობიექტი სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების გარდა.

„თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში ვირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის მქონე ქალაქებში კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებშიც 21:00-05:00 საათებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი რეგულაციების გამოქვეყნების შემთხვევაში საელჩოს გვერდი მოქალაქეებს ოპერატიულ რეჟიმში მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას. კითხვების არსებობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები საელჩოს ცხელ ხაზზე უნდა დაუკავშირდნენ:  

– ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80

– სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00

– ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26

– იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

ბოლო მონაცემებით, თურქეთში კორონავირუსის 32 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0