გარდაცვლილი ექთნის საქმე: ვინ გააყალბა სამედიცინო დოკუმენტაცია

© AP Photo / Emrah Gurelკლინიკა
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
27 წლის ექთანს AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ, წინასწარი ინფორმაციით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. ახალციხეში აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის მეგი ბაქრაძის ოჯახის წევრები და ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ კლინიკა „იმედმა", სადაც მას აცრა ჩაუტარდა, სამედიცინო დოკუმენტაცია გააყალბა. 

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
მედდის გარდაცვალების მიზეზი: ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

27 წლის მედდა AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. მას კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ ჩაუტარდა. წინასწარი ინფორმაციით, ექთანს ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. გარდაცვლილის ოჯახი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზების დადგენას მოითხოვს. მათი თქმით, ვაქცინაციამდე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სათანადოდ შემოწმება არ მომხდარა. ოჯახი მედდის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის ჩართვასაც ითხოვს. ადვოკატებმა ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს ოფიციალური წერილით უკვე მიმართეს.

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის ნინო ამაღლობელის განცხადებით, ექთნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ჭიანურდება, რაც ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით საეჭვო კითხვებს ბადებს.

„სამედიცინო დოკუმენტაციაში არის გაყალბებული დროები, არ გამოვრიცხავთ, რომ ეს არის თავად კლინიკა „იმედის" გაყალბებული სამედიცინო დოკუმენტაცია", – განაცხადა ადვოკატმა. 
კლინიკა - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
რატომ ვერ მოხერხდა მედდის გადარჩენა – საქმეს რეგულირების სააგენტო სწავლობს

კერძოდ, ადვოკატების მტკიცებით, სამედიცინო დოკუმენტაცია – ფორმა № IV-100/ა – მცდარად არის შედგენილი. 12:30 საათი, რომელიც არის მედდის ვაქცინის გაკეთების დროდ მითითებული, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალურად მან ვაქცინა 12:13-ზე გაიკეთა. შესაბამისად, რეანიმატოლოგის რეაგირება დაგვიანებით, ექთნის ცუდად გახდომიდან 32 წუთში მოხდა.

ამ ეტაპზე გარდაცვლილი ექთნის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასა და სამედიცინო ისტორიის სრულყოფილ მონაცემებს ელოდებიან.

რამდენიმე დღის წინ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოთხოვილი სამედიცინო მონაცემების მიხედვით, 27 წლის ექთანს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. თუმცა, კორონავირუსზე ჩატარებული PCR–ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. 18 მარტს მეგი ბაქრაძეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო იგი ჯერ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 116-ე მუხლით აღძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0