Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გიორგი მასხულიას თამამ ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

© Photo: Giorgi Masxulia / FBგიორგი მასხულია
გიორგი მასხულია - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
დიზაინერი გიორგი მასხულია, რომელიც აქტუალური გორში მომხდარი სკანდალური დაპირისპირების შემდეგ გახდა, თამამ ფოტოებს აქვეყნებს.

დიზაინერი გიორგი მასხულია სოციალურ ქსელში უახლეს ფოტოებს აქვეყნებს, სადაც, როგორც ის წერს, განტვირთვის დღე მოიწყო და ისვენებს. თამამი ფოტოები სოციალურ ქსელებში მალევე აიტაცეს. განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა ერთ ფოტოს, სადაც დიზაინერი მის მიერვე შექმნილი მოსაცმელით აუზის ფონზე პოზირებს. მოგვიანებით დიზაინერმა ფოტო წაშალა, თუმცა სოციალურ ქსელში განხილვა მაინც არ წყდება.

დიზაინერი ხშირად ეხვევა სკანდალებში. განსაკუთრებით აქტუალური გორში „ფეშენ ვიკზე“ სკანდალური დაპირისპირების შემდეგ გახდა, რის შემდეგაც საქართველოც კი დატოვა რამდენიმე კვირით.

2019 წლის 22 ივლისს გორის „რეგიონ ფეშენ-ვიკზე“ დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთ რესტორანში PosTV-ს გადამღები ჯგუფის გამოჩენას სკანდალი მოჰყვა, რაზეც შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.


ინციდენტის დროს ერთმანეთს ჟურნალისტი ნინო ადამაშვილი და გიორგი მასხულია დაუპირისპირდნენ. ისინი გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. პოლიციიდან გამოსულმა მასხულიამ საქართველო დატოვა და სტამბულში გაემგზავრა.

მოგვიანებით ნინო ადამაშვილმა სოციალურ ქსელში გიორგი მასხულიაზე დაწერა, რომ იგი ნაშვილებია და გიორგის დედაც ვერ გახდა დედა. აღნიშნული პოსტი სოციალურ ქსელში ლანდა მასხულიამ ნახა და ის ნერვიულობის ნიადაგზე გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი მასხულია ამ ამბის გამო აცხადებდა, რომ ის ნინო ადამაშვილს სასამართლოში უჩივლებს.

ყველა ახალი ამბავი
0