ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარმატებული იუნკერები დააჯილდოვეს

© photo: courtesy of Ministry of Defence of Georgiaდავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
დაჯილდოების ცერემოანიაზე, იუნკერების ნაწილს, რომლებმაც უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს სტიპენდია დაენიშნათ.  წარჩინებულ იუნკერებს კი საპატიო სიგელები გადაეცათ.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წარჩინებული იუნკერების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, იუნკერთა სასწავლო ბატალიონის მეორე, მესამე და მეოთხე კურსის წარჩინებულ იუნკერებს, რომლებმაც პირველი სემესტრის რეიტინგული ქულების შეჯამების შემდეგ უმაღლესი აკადემიური შეფასება მიიღეს, 500-ლარიანი სტიპენდია დაენიშნათ.

რაც შეეხება წარჩინებულ იუნკერებს – ნუგზარ ქვარიანს, ამირან არბოლიშვილს, ლუკა ბარძემიშვილს, ვერიკო თორდიას, მარიამ ელიკაშვილსა და ნიკო ფილიშვილს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ საპატიო სიგელები, მათ მშობლებს კი, საპატიო დაფები გადასცა.

სტიპენდიის მიღების ახალი კრიტერიუმები, სადაც მინიმალური სტიპენდია ყველა იუნკერისთვის 200 ლარის ოდენობით განისაზღვრა, 2020 წლის 23 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს დამტკიცდა.

ახალი ბრძანების თანახმად, წარჩინებული იუნკერების სტიპენდია აკადემიური მოსწრების შესაბამისად, 300, 400 და 500 ლარს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიამ ფუნქციონირება 1919 წელს, იუნკერთა მოსამზადებელმა სამხედრო სკოლის სახით დაიწყო. საბჭოთა პერიოდში თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა, რომელმაც 1991 წლამდე იარსება. 2003 წლიდან უმაღლეს სასწავლებელს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა, ხოლო 2009 წლიდან გორში გადავიდა. 2010 წლიდან აკადემიამ  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მოიპოვა. ამჟამად, აკადემიაში ფუნქციონირებენ: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სასწავლო ბატალიონი, ენობრივი მომზადების სკოლა, ოფიცერთა საწყისი სამხედრო განათლების მიმართულება და სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი.

 

ყველა ახალი ამბავი
0