კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 490-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.936-ს მიაღწია.

თბილისი, 27 მარტი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 490 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 256 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ  სამეგრელო - ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი - 69, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 41, აჭარა - 36, შიდა ქართლი - 26, ქვემო ქართლი - 22, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ადამიანები პირბადეებით უჰანში - Sputnik საქართველო, 1920, 27.03.2021
CDC-ის ყოფილი უფროსის ვერსია: COVID-19 ჩინურ ლაბორატორიაში გაჩნდა

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 4.360 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 1.589 პაციენტი, მათ შორის, თბილისში - 800, აჭარაში - 178, იმერეთში - 285.

313 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 71 პირი, მათგან  თბილისში – 49, აჭარაში - 2, იმერეთში - 5. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 192 ადამიანი, მათ შორის  150 - თბილისში, 30 - აჭარაში.

2.579 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში მოთავსებულია 301 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 152, ხოლო აჭარაში - 15.

თვითიზოლაციაში იმყოფება 7.448 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3.353 პირი, აჭარაში - 878, იმერეთში - 956.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 490-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა  279.936-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 219 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 271.804-მდე.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 8 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.746-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0