გაბუნია: Pfizer-ით ვაქცინაცია მარტის ბოლოდან, საყოველთაო ვაქცინაცია კი აპრილიდან დაიწყება

© photo: press-service of Ministry of Health of Georgia Pfizer
 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29.500 დოზა გუშინ, საღამოს მიიღო. პრეპარატის პირველი პარტია 14 ათას ადამიანზეა გათვლილი.

თბილისი, 25 მარტი – Sputnik. საქართველოში პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესი სამშაბათიდან, 30 მარტიდან დაიწყება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

25 მარტის დღის მეორე ნახევრიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ არა მარტო დარეგისტრირდნენ რიგის მართვის სპეციალურ პორტალზე, არამედ არჩევანი გააკეთონ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებს შორის. ვებ-გვერდზე, სადაც რეგისტრაცია მიმდინარეობს, Pfizer-ის ვაქცინა 18:00 საათიდან აისახება. 

რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია - მინისტრის განმარტება - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
რომელ ქალაქებსა და კლინიკებში დაიწყება Pfizer-ით ვაქცინაცია - მინისტრის განმარტება

„Pfizer-ის, ისევე, როგორც AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტურობა დაავადების გადაცემის თავიდან აცილების, ასევე რთული შემთხვევების, განსაკუთრებით კი ლეტალობის შემთხვევების აღმოფხვრის თვალსაზრისით ძალზე მაღალია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ არ გამორიცხა, რომ შუა აპრილამდე ვაქცინაციაზე საყოველთაო რეგისტრაციის დაწყება გახდება შესაძლებელი, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მსურველები მომენტალურად შეძლებენ აცრის ჩატარებას. საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების პროცესი მესამე–მეოთხე კვარტალში იგეგმება, დასძინა გაბუნიამ.

რეგისტრაციის მთავარი მიზანია იმის გარკვევა, დაახლოებით რამდენ ადამიანს აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების სურვილი. გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით რთულია თქმა, მოქალაქეების გააქტიურებაში Pfizer-ის ვაქცინა დადებით როლს რამდენად შეასრულებს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა დღეს უკვე ვეღარ გაუძლებს ინფექციის გავრცელების იმ ტალღას, რომელიც ნოემბერ–დეკემბერში იყო. მისი თქმით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე რეგიონში მკვეთრად გამოხატული რისკის შემცველი ეპიდვითარება დაფიქსირდება. 
Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
Pfizer-ის ვაქცინა უკვე საქართველოშია

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი 29.500 დოზა უკვე მიიღო, რომელიც 14 ათას ადამიანზეა გათვლილი. 30 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს სამ დიდ ქალაქში, სადაც ის ექვს კლინიკაში გადანაწილდება. Pfizer-ის ვაქცინის გაკეთება შესაძლებელი იქნება თბილისის ოთხ სამედიცინო დაწესებულებაში: ბოკერიას სახელობის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, „ამტელის“ კლინიკა და კავკასიის მედიცინის ცენტრი; ბათუმში – რესპუბლიკური საავადმყოფო; ხოლო ქუთაისში – ცხაკაიას სახელობის „ევექსის“ კლინიკა.

საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს შვედურ–ბრიტანული წარმოების AstraZeneca-ს (43,2 ათასი დოზა) ვაქცინით დაიწყო. აღნიშნული ვაქცინის შემდეგი პარტია (86 400 დოზა) ქვეყანამ აპრილში უნდა მიიღოს. საქართველოს პრეპარატების მიღებაში „იუნისეფი“ ეხმარება.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, საქართველოში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. თუმცა, დაბალი მიმართვიანობის გამო გადაწყდა, რომ 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვებიან. ასევე შესაძლებელია, რომ საზოგადოებაში ვაქცინის სანდოობის გაზრდის მიზნით 100 ცნობილი ადამიანი აცრან.

ყველა ახალი ამბავი
0